ახალი ამბები

უშბაზე ორი ქართველი ალპინისტი დაიღუპა

ორი ქართველი ალპინისტი, რომლებიც ერთობლივ ქართულ–ჰოლანდიურ ექსპედიციაში 4.710 მეტრი სიმაღლის უშბის დალაშქვრას ცდილობდნენ, დაიღუპნენ.


მაშველებმა დღეს ზაალ ქიქოძისა და მერაბ ხაბაზის ცხედრები აღმოაჩინეს. გასული ხუთი დღის განმავლობაში მათი გამოყვანა ცუდი ამინდის გამო ვერ ხერხდებოდა. მესამე ქართველი მთამსვლელი გელა ოთარაშვილი ცოცხალი გადარჩა.


მანამდე კი 19 ივლისს ორი ჰოლანდიელი ალპინისტი გადაარჩინეს. ისინი დაბანაკებულები იყვნენ არც ისე მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ქართველი ალპინისტები იყვნენ გაჩერებულები.


ინფორმაცია სამი ქართველი და ორი ჰოლანდიელი ალპინისტის გაუჩინარების შესახებ 16 ივლისს გავრცელდა. ისინი უშბის მწვერვალის დალაშქვრას 50 შესაძლო მარშრუტიდან ყველაზე რთული ფერდობიდან ცდილობდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button