ახალი ამბები

დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი

დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით 129 ხმით ერთხმად მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც თბილისის საკრებულოს არჩევის ახალ წესს განსაზღვრავს.


სავარაუდოდ, საარჩევნეო კოდექსში აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი საბოლოოდ საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.


საარჩევნო კოდექსის პირველი და მეორე მოსმენით კენჭისყრა ისე ჩატარდა, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. საპარლამენეტო ოპოზიციამ, რომელიც ეწინააღმდეგება საკრებულოსა და მერის არჩევის ახალ წესს, 7–8 ივლისის პარლამენტის საგანგებო სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button