ახალი ამბები

ვალერი ჩეჩელაშვილი შვეიცარიაში საქართველოს ელჩად წარადგინეს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი შვეიცარიაში საქართველოს ელჩად დაასახელა. პარლამენტი მის კანდიდატურას 8 ივლისის სხდომაზე განიხილავს.


ჩეჩელაშვილმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 29 ივნისს დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგადასახადო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომლების დაპატიმრება კორუფციის ბრალდებით.


თავდაპირველად, შვეიცარიაში საქართველოს ელჩად საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი გომიაშვილი იყო დასახელებული, თუმცა დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან მხარი არ დაუჭირეს მის კანდიდატურას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button