ახალი ამბები

რუსი დეპუტატები საქართველოსთვის გაზის ღირებულების გაზრდის საკითხს განიხილავენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 6 ივლისს განიხილავს პრემიერ-მინისტრის მიხეილ ფრადკოვისადმი მიმართვის პროექტს, რომელიც ეხება საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, ლატვიისთვის, ესტონეთისთვის და უკრაინისთვის გაზის ღირებულების შესაძლო გაზრდის საკითხს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.


წინადადების ინიციატორები არიან რუსი დეპუტატები ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან, რომელსაც ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელმძღვანელობს.


რუსეთის ენერგოკომპანიის “გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა 24 ივნისს განაცხადა, რომ კომპანია 2006 წლიდან დსთ-ის ქვეყნებისთვის გაზის ღირებულებას გაზრდის.


თუმცა, მან ახალი ღირებულების რაოდენობა არ დააკონკრეტა. მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, ფასი 1000 კუბურ მეტრზე 70 აშშ დოლარამდე გაიზრდება. ამჟამად, საქართველო “გაზპრომს” 1000 კუბურ მეტრ გაზში 60 აშშ დოლარს უხდის.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button