ახალი ამბები

თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე მომუშავე კონსორციუმი დაიშალა

თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე მომუშავე სამი კომპანიისგან შექმნილ თურქულ  Çelebi Group–ს, ამერიკულ A&J–ს და ლუქსენბრუგში განთავსებულ Gestion en Technique Spéciale (GTS) კონსორციუმს, უკანასკნელი 2 კომპანია გამოეთიშა.


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიებმა A&J–მ და Gestion en Technique Spéciale (GTS) გასაზღვრულ ვადაში ვერ შეძლეს სამინისტროსთვის ფინანსური გარანტიების წარდგენა.


“კომპანიებმა ვერც დამატებით 15 დღიან ვადაში შეძლეს ფინანსური გარანტიების წარმოდგენა, რის გამოც მათთან კონტრაქტი გაუქმდა“, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას“ ეკონომიკის განვითარების სამინისტროში.


როგორც სამინისტროში აცხადებენ კომპანია Çelebi Group–ს, რომელთანაც სამინისტროს უშუალოდ აქვს გაფორმებული კონტრაქტი, შეუძლია სხვა კონტრაქტორ კომპანიასთან განახორციელოს აეროპორტის რეკონსტრუქცია ან დაიქირავოს ახალი კომპანია.


ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 16 მაისს აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანიები Çelebi Group, Gestion en Technique Spéciale (GTS) და A&J დაასახელა. სამი კომპანიისგან შექმნილი კონსორციუმს 12 თვის განმავლობაში 62 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა აეროპორტის რეკონსტრუქციაზე.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button