skip to content
ახალი ამბები

გალში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე იმსჯელებენ

დღეს გალში გაეროს დამკვირვებელთა შტაბ-ბინაში სოჭის ფორმატში ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას რუსული მხარის და გაეროს წარმომადგენლებიც მიიღებენ.


შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა უხელმძღვანელებს, ხოლო აფხაზურ მხრეს დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია.

სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება აფხაზეთის გავლით თბილისი-სოჭის რკინიგზის მდგომარეობის შემფასებელი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნვეყოფის საკითხი. 


სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ანალოგიური შეხვედრა მოსკოვში 15-16 ივნისს გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მომავალში ინტენსიურად გაგრძელდებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button