ახალი ამბები

ქართულ-ოსური საგამოძიებო ჯგუფების შექმნა ვერ ხერხდება

ქართული და ოსური მხრიდან ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფების შექმნა, რომლებიც 29 მაისს თამარაშენთან მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტსა და 6 ივნისს ცხინვალიდან ქართველების გაუჩინარების საქმეს გამოიძიებენ.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, გაურკვეველია თუ რატომ ვერ ხერხდება ერთობლივი ჯგუფის შექმნა, “მაშინ როცა ამაზე თანხმობა იყო ოთხივე მხრიდან“.


საგამოძიებო ჯგუფების შექმნა 22-23 ივნისს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე (შსკ) გადაწყდა, სადაც ოთხივე (ქართული, ოსური, რუსული, ჩრდილოეთ ოსური) მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შესაბამის ოქმს, რომლის მიხედვითაც ერთობლივი ჯგუფი 25 ივნისამდე უნდა შექმნილიყო.


რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს შორის სამომავლო თანამშრომლობას, გიორგი ვოლსკის თქმით, ერთი თვის განმავლობაში მათ შორის ფართო თანამშრომლობის საკითხების განხილვა და ერთობლივი საკოორდიანციო ცენტრის შექმნა იგეგმება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button