skip to content
ახალი ამბები

შს სამინისტრო ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს 26 ივნისს ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში გადაცემულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 10 მაისს თავისუფლების მოედანზე აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას ხელყუმბარა ბულგარეთის მოქალაქემ ისროლა.


27 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სამი პიროვნების ფოტოსურათი, რომელთაც შესაძლოა გააჩნდეთ გამოძიებისთვის ახალ და საინტერესო დეტალებზე ინფორმაცია. 
 
დღესვე სოფიის საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით “რუსთავი 2“-ის ინფორმაცია უარყო ასევე ბულგარეთის ინტერპოლის ხელმძღვანელმა პეტარ ჰრიცოვმა. მისი თქმით, ქართველ კოლეგებს ბულგარული მხარისთვის ჯერ მსგავსი არაფერი უცნობებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button