ანქვაბი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრობს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენისთვის სამმხრივი (ქართული, აფხაზური, რუსული) კომისიის მიერ სოხუმი–ენგურის სარკინიგზო მონაკვეთის ტექნიკური შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობს.
“ამის შემდეგ შედგება დოკუმენტი, თუ რა რაოდენობის თანხებია საჭირო რკინიგზის აღდგენისთვის. თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინ რუსეთი დაიწყებს სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას, ისე როგორც აღადგინა [2004 წელს] ფსოუდან-სოხუმამდე“, განაცხადა 24 ივნისს ალექსანდრე ანქვაბმა “აფსნიპრესთან“ ინტერვიუში.
წინასწარი გათვლებით რკინიგზის აღდგენას მინიმუმ 100 მლნ აშშ დოლარი ესაჭიროება.
ანქვაბის თქმით, სიძვირის მიუხედავად, “ვფიქრობ, რომ ეს პროექტი უნდა დაიწყოს“.
სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე ქართულ, რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში 15-16 ივნისს გაიმართა, სადაც გადაწყდა ამ თემაზე დიალოგის 1 ივლისს გალში, ხოლო 5-6 ივლისს თბილისში გაგრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)