ახალი ამბები

სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთს სტუმრობს

გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სერ ბრაიან ფოლი 15 ივნისს სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შეხვდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი”.


ბრაიან ფოლს აფხაზეთში თან ახლავს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი და საიმონ სმიტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ დეპარტამენტის უფროსი.


დელეგაციის წევრებმა მოლაპარაკებები გამართეს აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან, ვიცე-პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან სტანისლავ ლაკობასთან და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სხვა ოფიციალურ პირებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button