ახალი ამბები

ორფოლოს პოლიგონზე ფართომასშტაბიანი წვრთნები იწყება

დღეს ახალციხის რაიონში, ორფოლოს სასწავლო პოლიგონზე გეგმიური სატანკო წვრთნები “ჯავშანი 2005“ იმართება, რომელშიც მონაწილეობას სამი  – ქუთაისის, გორის და ვაზიანის სატანკო ბატალიონი იღებს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მას გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button