ახალი ამბები

სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორი მიესალმება პროგრესს საქართველოში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა როდრიგო დე რატომ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ “დააჩქარა ღია, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, რაც კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს საგადასახადო კოდექსის რეფორმირებაში, საპრივატიზაციო პოლიტიკასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯების ხელშეწყობაში”.


როდრიგო დე რატო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ერთობლივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. შეხვედრა, რომელშიც 12 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, 11-12 ივნისს თბილისში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.


როდრიგო დე რატოს თქმით, საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ის პრიორიტეტული დარგები, რომლებზეც გადანაწილდება პრივატიზაციიდან და უცხოური გრანტებიდან მიღებული შემოსავლები.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button