ახალი ამბები

პუტინი დსთ–ზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 13 ივნისს განაცხადა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) უნდა გახდეს თანამშრომლობის ველი, და არა მეტოქეობის, სადაც გადაწყდება “დემოკრატიისა და ეკონომიკის“ პრობლემები, იუწყება “რია ნოვოსტი“. ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრთან ტონი ბლერთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.


“ჩვენ არ უნდა გადავაქციოთ ეს [დსთ–ს] სივრცე ბრძოლის ველად და მეტოქეობის ადგილად, არამედ უნდა ვაქციოთ იგი თანამშრომლობის ადგილად და გავაკეთოთ ყველა შესაძლებელი იმისათვის, რათა დავეხმაროთ [დსთ–ს] ქვეყნებს განავითარონ დემოკრატია და ეკონომიკა“, განაცხადა პუტინმა.


მისი თქმით, რუსეთს არ აქვს დალაგებული ურთიერთობები ზოგიერთ დსთ–ს წევრ სახელმწიფოსთან. “თუმცა ყველა მათგანს ესაჭიროება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“, განაცხადა პუტინმა და აქვე დასძინა, რომ ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, საქართველო და მოლდოვა არიან დსთ–ს იმ წევრ ქვეყნებს შორის, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ ეს თანადგომა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button