ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი აშშ-ს ეწვევა

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს აშშ-ში მიემგზავრება, სადაც საქმიან შეხვედრებს გამართავს აშშ-ს თავდაცვის მდივანთან დონალად რამსფელდთან და აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობასთან.
 
ბრიუსელში ირაკლი ოქრუაშვილი 10 ივნისს ნატო-ს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ეგიდით გამართულ თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრებოდა.
 
აშშ-ში ოთხდღიანი ვიზიტის მსვლელობისას განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან.
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი მოხსენებით გამოვა სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამაჟამად მიმდინარე რეფორმები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button