skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა კოკოითს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა 12 ივნისს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.


მხარეებმა 6 ივნისს კონფლიქტის ზონაში გაუჩიანერებული ოთხი ქართველის საკითხი განიხილეს, რომელთა ბედი კვლავ გაურკვეველია.


კოკოითთან შეხვედრის შემდეგ ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რაც დრო გადის დაკარგული პიროვნებების მოძებნის შანსები სულ უფრო კლებულობს.


“კოკოითს რამე რომ ცოდნოდა, რა თქმა უნდა, იტყოდა. იგი არ არის დაინტერესებული ინფორმაციის დამალვაში. თუმცა საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იქ [თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში] შიდა პრობლემები არსებობს. იქ ბევრი უკონტროლო შეიარაღებული დაჯგუფებაა,“ განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button