skip to content
ახალი ამბები

ივანოვი: საქართველო და უკრაინა 7–10 წელიწადში გაწევრიანდებიან ნატოში

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, დსთ–ს სივრცეში რუსეთისთვის ნატოს გაფართოება მტკივნეული თემაა. მინისტრი უშვებს იმ აზრს, რომ ახლო მომავალში საქართველო და უკრაინა გაწევრიანდებიან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.


“თუ საქართველო ან უკრაინა მოინდომებენ, ისინი გაწევრიანდებიან ნატოში. ეს შესაძლოა 7–10 წელიწადში მოხდეს“, იუწყება “რია ნოვოსტი“ 10 ივნისს სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდობით.


თუმცა ივანოვი აქვე დასძენს, რომ ნატოს ცივი ომის დროინდელი კრიტერიუმებით შეფასება არ ღირს, რადგან “იგი საკმაოდ შეიცვალა“.


მინისტრი არც იმას გამორიცხავს, რომ რომელიმე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, მათ ტერიტორიაზე არ განთავსდება მძიმე სამხედრო ტექნიკა.

2002 წლის 22 ნოემბერს ნატოს პრაღის სამიტზე საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button