ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრი აფხაზეთში იმყოფება

ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური დღეს აფხაზეთში გაემგზავრა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.


ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ძირითადი განსახილველი საკითხი თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა.


ასევე განიხილება თურქეთში ელექტროენერგიის შესაძლო ექსპორტის საკითხი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button