ახალი ამბები

სხეფერი: ნატო ღია მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან საქართველოზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 31 მაისს ლუბლიანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ალიანსს “გულწრფელი საუბარი“ აქვს რუსეთთან “მგრძნობიარე საკითხებზე“, მათ შორის საქართველოზე.


“ჩვენ ამავე დროს განვაგრძობთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორებთან, რუსეთთან და უკრაინასთან. გასულ თვეს ვილნიუსში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას. ამ კუთხით, ასევე გულწრფელი საუბარი გვაქვს საერთო ინტერესის მქონე რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიც საქართველოა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსტრუქციული განწყობა შენარჩუნდება მომავალ თვეს, ჩემი მოსკოვში ვიზიტის დროს“, განაცხადა სხეფერმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button