ახალი ამბები

ნოღაიდელი დსთ–ს რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, აუცილებელია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) რეფორმირება.


2-3 ივნისს თბილისში დსთ-ს მთავრობების მეთაურთა საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 34 საკითხის განხილვა იგეგმება, რომელთაგან, ნოღაიდელის განცხადებით, “საქართველო მხოლოდ 9 საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას“.


“ეს მიუთითითებს იმას, რომ დსთ-ს რეფორმირება აუცილებელია“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button