ახალი ამბები

ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი გადადგა

ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვი გადადგა, იუწყება “რია ნოვოსტი“. ეს ინფორმაცია დაადასტურა პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელმა დიმიტრი კოზაკმა. სააგენტოს განცხადებით, ძასოხოვი გააგრძელებს ფედერალურ ინსტიტუტებში რესპუბლიკის წარმოდგენას, თუმცა მისი ახალი თანამდებობა ჯერ–ჯერობით არ კონკრეტდება.


ძასოხოვის პრეს–სპიკერის განცხადებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იქნა მიღებული, რაც “თაობათა ცვლის საჭიროებით“ იყო ნაკარნახევი. ძასოხოვმა ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობა 2004 წლის სექტემბრიდან, ბესლანში მომხდარი ტრაგიკული ტერორისტული აქტის შემდეგ დაკარდა.


ძასოხოვი, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, სტაბილურობის ფაქტორად იყო მიჩნეული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი მისი გადადგომის ფაქტთან დაკავშირებით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button