ახალი ამბები

ბუში: ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუციები ‘მხოლოდ დასაწყისია’

აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 27 მაისს მერილენდში გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფლება აქტიურად იკიდებს ფეხს და აქვე დასძინა, რომ “ამერიკა ამ დემოკრატიული რეფორმატორების გვერდით დგას“. 


“გასული 18 თვის მანძილზე, ჩვენ მოწმენი გავხდით ვარდების რევოლუციის საქართველოში, ნარინჯისფერის რევოლუციის უკრაინაში, მეწამული რევოლუციის ერაყში, ტიტების რევოლუციის ყირგიზეთში და კედარის რევოლუციის ლიბანში – და ეს მხოლოდ დასაწყისია“, განაცხადა ბუშმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button