ახალი ამბები

ბურჯანაძე იალტაში სუამის საპარლამენტო ასამბლეაზე გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დეპუტატების 7–კაციანი დელეგაციის თანხლებით დღეს იალტაში გაემგზავრა, სადაც 28–29 მაისს მონაწილეობას მიიღებს სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეორე სესიის მუშაობაში.


სუამის წევრი ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად სესიაში მონაწილეობას მიიღებს ლიტვის, ლატვიისა და რუმიეთის საკანომდებლო ორგანოების ხელმძღვანელობა.


სუამის საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button