ახალი ამბები

საქართველოს და ლატვიის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი თბილისში მყოფ ლატვიის პრემიერ-მინისტრს აიგარს კალვიტისის შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


ზურაბ ნოღაიდელმა ლატვიელ კოლეგასთან ერთად 27 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკლარაციის მიხედვით მხარეებმა ერთი წლის განმავლობაში უნდა მოამზადონ თანამშრომლობის კონკრეტული პროექტები ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ავიაციის სფეროებში.


ლატვიის პრემიერ-მინისტრი თბილისში 25 მაისს ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ჩამოვიდა. მისი ვიზიტი კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button