ახალი ამბები

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების როტაცია დაიწყო

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, კერძოდ კი ზუგდიდის რაიონის უსაფრთხოების სამხრეთ ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების გეგმიური როტაცია დღეს დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება.


როტაციის შედეგად 500 კაციან 526-ე ბრიგადის პირად შემადგენლობას  იმავე ოდენობით რუსი სამშვიდობოების 529-ე ბრიგადა ჩაენაცვლება.


ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ძალების მეთაურის ვალერი ჯაფარიძის განცხადებით, როტაცია ქართულ მხარესთან შეთანხმებული იყო.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button