ახალი ამბები

აშშ მიესალმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადების ამოქმედებას

25 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლოატაციაში გაშვებას და მას “ამერიკის შეერთებული შტატების მიზნის მთავარი წარმატება უწოდა გლობალური ენერგომომარაგების გაფართოებისა და გამრავალფეროვნების საქმეში“.


“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გააძლიერებს აზერბაიჯანისა და საქართველოს სუვერენიტეტს და კეთილდღეობას. ნავთობსადენი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის და საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში და დაეხმარება მათ განვითარებას; ამასთან ერთად დაეხმარება ნავთობისა და გაზის საექსპორტო მარშრუტების განვითარებასთან დაკავშირებულ ჩვენს საერთო მიზანს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ასევე გააღრმავებს თურქეთის, როგორც ენერგოტრანსპორტირების ცენტრის, როლს და შეამცირებს ნავთობის ტანკერებით ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გადატვირთვას“, ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button