ახალი ამბები

სააკაშვილი: “ნორმალური“ ოპოზიცია ჯერ არ ჩანს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამჟამად ყველაზე მეტად აქტიურობენ, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც ქვეყანაში არსებობენ; “არსებობს უფრო ნორმალური [ოპოზიციური] სპექტრი, რომელიც ჯერ არ გამოსულა ასპარეზზე”,  განაცხადა სააკაშვილმა 25 მაისს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რომელ ოპოზიციურ ძალას გულისხმობდა.


“ვერცერთი ხელისუფლება ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ვერ განვითარდება, ნამდვილი მასმედიის გარეშე შეუძლებელია იყოს ეფექტური მუშაობა, რადგან საჭიროა მუდმივი კონტროლი”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, “ბევრი სიცრუე ითქმება“ ხელისუფლების მისამართით, მაგრამ მას აქვს ხალხის იმიედი, რომ “შეძლებენ სიმართლის გარჩევას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button