ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ჩაიბარებს

26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა აღლუმი, სადაც მონაწილეობას დაახლოებით 11 500  ჯარისკაცი და 3 ათასი რეზერვისტი მიიღებს. 


სამხედრო აღლუმს ჩაიბარებს საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, აღლუმში გამოყენებული არ იქნება მძიმე ტექნიკა, თუმცა ავიაცია მიიღებს მონაწილეობას.


“ჩვენ არ გვინდა ვიყოთ პროვოკაციულები. არ ვაპირებთ [26 მაისს] იარაღის ჟღარუნს ჩვენ გამოგვყავს ჩვენი ჯარი, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე შარშან, ჩვენი ჯარი რეგიონში შეიძლება ყველაზე მცირეა, მაგრამ ყველაზე კარგად მომზადებული და აღჭურვილი და ეს პროცესი გრძელდება“, განაცხადა 25 მაისს ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე დაესწრება თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ლატვიის პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრეიბერგა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button