ახალი ამბები

ბაზებზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებები ვადებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ვადებზე შეთანმების გარეშე დასრულდა. მხარეთა განცხადებით, კონკრეტულ ვადებს ორი ქვეყის საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ.


დელეგაციათა ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ვადებთან დაკავშირებით არც ისეთი დიდი სხვაობაა, რომ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდეს. 


“სერიოზული პრობლემა ამ მხრივ არ არის, თუმცა არ შემიძლია ახლა განვაცხადო, რომ ვადები შეთანხმებულია და ასევე არ მინდა დავასახელო ის თარიღი, რომელზეც არსებობს შეუთანხმებლობა“,  განუცხადა ჟურნალისტებს 24 მაისს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა იგორ სავოლსკიმ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანძთაძის განცხადებით, რომელიც მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ბაზების გაყვანის ვადებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, თუმცა მანაც დაადასტურა, რომ პოზიციებში დიდი სხვაობა არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button