skip to content
ახალი ამბები

ბაქო საქართველოდან სომხეთში რუსული შეიარაღების გადატანის გეგმას აპროტესტებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 მაისს რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში პიოტრ ბურდიკინი მიიწვია და ნოტა გადასცა, რომელშიც ბაქო შეშფოთებას გამოხატავს ამჟამად საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ტექნიკის სომხეთში გადატანის თაობაზე, იტყობინება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეიარაღების საქართველოდან სომხეთში გადატანის გეგმები “არ ემსახურება რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესებს და კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას“.


რუსეთის გენშტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ 19 მაისს განაცხადა, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი სომხეთში იქნება გაყვანილი. მისი თქმით, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მისცა რუსეთს შესაძლებლობა ბაზების გაყვანის ვადები ოთხ წლამდე შეემცირებინა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button