ახალი ამბები

ქართულ–რუსულ მოლაპარაკებებზე “სერიოზული პროგრესი“ დაფიქსირდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს თბილისში დღეს დაწყებულ რუსულ–ქართულ მოლაპარაკებებზე, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით “ძალიან სერიოზულ პროგრესთან გვაქვს საქმე“.


მისი თქმით, “დარჩენილია რამოდენიმე პრინციპული საკითხი, რომელთაც ჩვენ შევეცდებით, რომ კიდევ უფრო დავაახლოვოთ“ 24 მაისს, კომისიების დონეზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებათა მეორე დღეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button