ახალი ამბები

პუტინის სურვილია, რომ საქართველოში რუსული ბაზები მესამე ქვეყნების ჯარებმა არ ჩაანაცვლონ

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ ისინი მესამე ქვეყნის ჯარებმა არ ჩაანაცვლონ, “ეს ჩვენს უსაფრთხოებას დაემუქრება და ამას ქართველი პარტნიორებიც გაგებით ეკიდებიან“, იუწყება 23 მაისს “რია ნოვოსტი“ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები მოსკოვისთვის ინტერესს არ წარმოადგენს. “ეს ჩემი აზრი არ არის, ეს [რუსეთის] გენშტაბის მოსაზრებაა“, დასძენს პუტინი ბაზებზე საუბრისას. 


“პოლიტიკურად ეს არც ისე კარგია, რომ ჩვენს მეზობლებს არ სურთ ჩვენი ყოფნა, თუმცა გაცილებით უარესი იქნებოდა, რომ შევწინააღმდეგებოდით ამ სუვერენულ უფლებას“, აცხადებს ვლადიმერ პუტინი.


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “ჩვენი პარტნიორების  [ქართული მხარის] მხრიდან მოლაპარაკებათა ზეწოლის გზით წარმართვა უსაფუძვლოა“. 


მისი თქმით, უნდა შეიქმნას შესაფერისი პირობები ჯარების გასაყვანად.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button