ახალი ამბები

ბურჯანაძე უმრავლესობის ლიდერებთან დაპირისპირებას უარყოფს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მას შემდეგ, რაც დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან მაია ნადირაძესთან და გიგა ბოკერიასთან, უარყო უმრავლესობასთან დაპირისპირების არსებობა და განაცხადა, რომ დეპუტატები მის თხოვნას ყურადღებით უნდა მოეპყრონ.


ბუჯანაძეს მხედველობაში ჰქონდა 20 მაისს სასოფლო–სამეურნეო მიწების პრივატიზაციის შესახებ კანოპროექტის კეჭისყრის წინ გაჟღერებული მისი თხოვნა, რომ სასაზღვრო ზონაში მიწების პრივატიზების შესახებ დებულებები მოგვიანებით დამდგარიყო კენჭისყრაზე.


“ნაწილი დეპუტატებისათვის გაუგებარი იყო საკითხის გადადების თაობაზე ჩემი მოთხოვნა, ასეთ თხოვნებს უფრო ყურადღებით უნდა მოეპყრონ“, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 23 მაისს და დასძინა, რომ უმრავლესობასთან დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button