skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, რუსული ბაზების გაყვანა გადაწყვეტილი თემაა

საქართველოს პრეზიდენტმა 17 მაისს ვარშავაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი “გადაწყვეტილი თემაა და არ გვინდა ხმაურიანი გაცხადებებით, ეს თემა ვინმემ განხეთქილების ვაშლად აქციოს“.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით უკვე მოიძებნა ცივილიზებული მოდელი და მოლაპარაკებებში პროგრესი ჩანს, “თუმცა მე არ დავიჯერებ ამას მანამ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ ამ დოკუმეტს ორივე [საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების] მხრიდან ხელმოწერილს“.


პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ბაზების გაყვანა “გარდაუვალი ისტორიული პროცესია“.


დღესვე ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები სამხედრო ექსპერტებისა და დელეგაციების დონეზე, რომელსაც ქართული მხრიდან მისი მოადგილე მერაბ ანთაძე და რუსული მხრიდან საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი უხელმძღვანელებს, “მომავალი კვირის ორშაბათს [23 მაისი] თბილისში გაიმართება“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button