skip to content
ახალი ამბები

რუსეთის სათათბირომ ბაზებზე თბილისის საპასუხო განცხადება მიიღო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 13 მაისს მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაციას აძლევს რუსეთის პრეზიდენტს და მთავრობას მიიღონ საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე შეზღუდვებს დაუწესებს ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.


პარლამენტის განცხადების თანახმად, ეს საპასუხო ღონისძიებები გულისხმობს: რუსული ვიზების გაცემის შეწყვეტას საქართველოს მოქალაქეებისთვის; რუსეთში ამჟამად უვიზოდ მყოფი ქართველების დეპორტირებისთვის საჭირო ღონისძიებების გამკაცრებას.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადების თანახმად, რუსეთს აქვს უფლება “კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებები“ გაატაროს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, რუსული სამხედრო ბაზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების შესანარჩუნებლად, რათა “უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში“.    


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადება საქართველოს პარლამენტის მიერ მარტში მიღებული დადგენილების საპასუხოდ გაკეთდა, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, მათ შორის რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას და რუსი სამხედროების და მათი ტვირთის გადაადგილების შეზღუდვას საქართველოს ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაში თუ მხარეები 15 მაისამდე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button