ახალი ამბები

კონდოლიზა რაისი ხელყუმბარის ინციდენტზე და თბილისში ვიზიტზე საუბრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც პრეზიდენტ ბუშს საქართველოში ვიზიტის დროს ახლდა, განაცხადა, რომ ინფორმაციას თავისუფლების მოედანზე ნაპოვნი უმოქმედო ხელყუმბარის თაობაზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ათიათასობით ადამიანს სიტყვით მიმართა, ღონისძიება არ ჩაუშლია. მან აქვე დასძინა, რომ თავისუფლების მოედანზე ყოფნა “ამაღელვებელი” იყო.    


“ამის [უმოქმედო ხელყუმბარის თაობაზე] შესახებ მოგვიანებით გავიგე. საქმეს, რა თქმა უნდა, იძიებენ. ვფიქრობ, რომ საქართველოს უშიშროების სამსახური მუშაობს ჩვენ სამსახურებთან ერთად, რათა გამოიძიონ რა მოხდა. თუმცა, ამას არანაირად არ შეუშლია ხელი იმისათვის, რაც იქ ხდებოდა [თავისუფლების მოედანზე], ძალიან ამაღელვებელი იყო იმ მოედანზე ყოფნა“, განუცხადა კონდოლიზა რაისმა ლარი კინგს CNN-ის ეთერში 11 მაისს. 


“და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი, რამაც ჩემში ჟრუანტელი გამოიწვია, იყო როდესაც მათ ამერიკული ჰიმნის სიმღერა დაიწყეს ქართული აქცენტით. ისეთი ამაღელვებელი იყო იქ ყოფნა … ეს შესანიშნავი მომენტი იყო“, დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button