skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე ბაზებზე პარლამენტის დადგენილების ამოქმედებაზე საუბრობს

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტი მოითხოვს რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ დადგენილების  შესრულებას, “თუ უახლოეს მომავალში არ იქნება პროგრესი მიღწეული [ქართულ–რუსულ] მოლაპარაკებებზე“.


“პარლამენტის მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისაგან დადგენილების შესრულებას“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 


მოსკოვმა 6 მაისს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს, უარი განაცხადა 2008 წლის 1 იანვრისთვის საქართველოდან ბაზების გაყვანაზე, როგორც ამას თბილისი მოითხოვს.


საქართველოს პარლამენტის 10 მარტს მიღებული დადგენილებით, რომლის თანახმადაც, თუ 2005 წლის 15 მაისამდე ვერ მოხერხდა რუსეთის მხარესთან შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ‘გონივრულ ვადაზე“, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, კანონით დადგენილ ფარგლებში, შესაბამის ზომებს მიიღებს ამ ბაზების მიმართ. დადგენილებით, მოლაპარაკებათა წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსულმა ბაზებმა 2006 წლის 1 იანვრამდე უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. 


საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები გულისხმობს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას; საქართველოს ბიუჯეტისადმი რუსული ბაზების საერთო დავალიანების შეფასებას და რუს სამხედროთა, ასევე მათი კუთვნილი სამხედრო ტექნიკისა და ტვირთების “გადაადგილების სპეციალური რეჟიმის“ შემუშავებას. პარლამენტი ასევე ავალებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს “შეისწავლოს და შეაფასოს რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების შედეგად გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ოდენობა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button