skip to content
ახალი ამბები

შს მინისტრი ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტს ადასტურებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა რა თავისუფლების მოედანზე ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტი, განაცხადა, რომ 10 მაისს თავისუფლების მოედანზე აშშ–სა და საქართველოს პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლისას მათი უსაფრთხოება აბსოლუტურად იყო დაცული და “მათ არაფერი ემუქრებოდათ“.


მერაბიშვილის განცხადებით, “ეს [ხელყუმბარა] არც იყო ასაფეთქებლად გათვალისწინებული“.


მისი თქმით, ეს იყო გათვლილი მასობრივ “არეულობაზე და პანიკაზე“ და პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის “დასაკნინებლად“.


“რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს [ინციდენტი] მიმართული იყო საერთაშორისო პრესაში იმ მოვლენების დასაკნინებლად, რომელიც საქართველოში მოხდა [ბუშის ვიზიტი]“, განუცხადა 11 მაისს ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button