skip to content
ახალი ამბები

ბუში: კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება აუცილებელია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის

10 მაისს საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება უნდა გახდეს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის წინაპირობა. აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.


“კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება აუცილებელია ტრანსატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის“, განაცხადა ჯორჯ ბუშმა.


აშშ–ს პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button