ახალი ამბები

უსუფაშვილს სურს, რომ ბუშმა კანონის უზენაესობაზე გაამახვილოს ყურადღება

გავლენიანმა იურიდიულმა ექპერტმა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომელიც ნავარაუდევია, რომ ცოტა ხანში ოპოზიციური “რესპუბიკური” პარტიის ლიდერი გახდება, იმედი გამოთქვა, რომ თბილისში 9-10 მაისს დაგეგმილი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ყურადღებას  კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიულ ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილებს.


“გარდა მისი აღფრთოვანებისა ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი სწრაფვის მიმართ, ვფიქრობ, იგი მინიშნებას გააკეთებს იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება არანაკლები პრობლემაა აქ“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


თავის ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 7 მაისს ევროპაში “ახალი დემოკრატიული ქვეყნების” შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის ახალ დემოკრატიულ ქვეყნებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი.


“თავისუფალი არჩევნები მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა ის სრულყოფილი დემოკრატიის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. დემოკრატიულმა მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ უმცირესობებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა”, განაცხადა ჯორჯ ბუშმა.
  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button