ახალი ამბები
ლეიბორისტები ბუშის მხარდამჭერ და სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციას გეგმავენ
“ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს 10 მაისს 13.00 საათზე მის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე დასწრებისაკენ მოუწოდა.
ნათელაშვილის განცხადებით, დაგეგმილი აქცია პრეზიდენტ ბუშის მხარდამჭერი და მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო იქნება.
“მას [მიხეილ სააკაშვილს] სურს აშშ–ს პრეზიდენტს, რომელსაც პატივს ვცემთ, მხოლოდ უგემოვნოდ შეღებილი თბილისი ანახოს და არ შეახვედროს გაჭირვებულ ხალხს და ოპოზიციას“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)