ახალი ამბები

25 მაისს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ამოქმედდება

25 მაისს აზერბაიჯანში, სანგაჩალის ნავთობტერმინალზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში პირველადი ნავთობის გაშვების ცერმონიალი შედგება, რომელსაც სავარაუდოდ აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტები დაესწრებიან.


კომპანია “ბრითიშ პერტოლიუმის“ (BP) ინფორმაციით, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა ნავთობსადენის მშენებლობას,  მილებში ნავთობის მცირე რაოდენობა საცდელად უკვე გაშვებულია.


“25 მაისს ბაქოში გაიმართება ცერემონიალი, საქართველოში კი მსგავსი ღონისძიება სავარაუდოდ სექტემბერში შედგება“,  განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ კომპანია BP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან მეძმარიაშვილმა.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე, რომლის საშუალებით აზერბაიჯანული ნავთობი, საქართველოსა და ხმელთაშუა ზღვის თურული პორტის ჯეიჰანის გავლით დასავლეთის ბაზარზე გავა,  დაახლოებით 1750 კილომეტრია, მათ შორის საქართველოზე 248 კმ, აზერბაიჯანზე 442 კმ, თურქეთზე კი 1060 კმ მოდის. ნავთობსადენში ყოველდღიურად დაახლოებით 800 ათასი ბარელი ნავთობი გაივლის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button