skip to content
ახალი ამბები

ბუში საქართველოს ხელმძღვანელობას ხვდება







მოსახლეობა ბუშის მიმართვის მოსასმენად
თავისუფლების მოედანზე მოხვედრისთვის
სპეციალური დეტექტორებით მოწმდება.
10 მაისს დილით ადრე საქართველოს მოსახლეობა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიმართვის მოლოდინში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. მიმართვა მას შემდეგ შედგება, რაც აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს ხელმძღვანელობასთან პარლამენტის შენობაში შეხვედრას გამართავს.

დაგეგმილია პირისპირ მოლაპარაკებები პრეზიდენტ სააკაშვილთან.

ნინო ბურჯანაძე პარლამენტართა ჯგუფთან ერთად შეხვდება ამერიკის პრეზიდენტს. მათ შორის ასევე იქნება “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე.


ბუში ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რის შემდეგაც თავისუფლების მოედანზე გაემართება.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button