ახალი ამბები

პუტინი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ნატოს ურთიერთობაზე საუბრობს

ტელეკომპანია France 3-ისთვის 7 მაისს მიცემულ ინტერვიუში  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინასთან არ იწვევს მოსკოვის გაღიზიანებას, თუმცა მას არ ესმის, როგორ უნდა შეუწყოს ხელი ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებამ მსოფლიოში უსაფრთხოების გაძლიერებას.


“ვფიქრობ, ნატოს უკვე აქვს ზეგავლენა ბევრ ჩვენ პარტნიორზე, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაზე. ეს ფაქტი ჩვენ არ გვაღიზიანებს. რუსეთი თვითონაც აფართოებს ურთიერთობებს ნატოსთან და რუსეთი-ნატოს საბჭოც კი შექმნა… მაგრამ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს გაფართოებაზე ამ [ყოფილი საბჭოთა] სახელმწიფოების ხარჯზე, ეს უკვე სხვა საქმეა”, განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.


“ვფიქრობთ, რომ ნატოს ტექნიკური გაფართოება არ უწყობს ხელს სიტუაციის გამოსწორებას მსოფლიოში, უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით… ვერ გამიგია, როგორ შეიძლება, რომ ამგვარმა ტექნიკურმა გაფართოებამ, ვთქვათ, ჩვენი ბალტიისპირელი მეზობლების ხარჯზე, ხელი შეუწყოს უფრო მეტ უსაფრთხოებას. ფაქტიურად, იგივე პოზიცია გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ სხვა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები ასევე გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები”, განაცხადა პუტინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button