ახალი ამბები

ბუში: აშშ საქართველოსთან პარტნიორობით ამაყობს

თავის ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 7 მაისს ევროპაში “ახალი დემოკრატიული ქვეყნების” შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკა ამაყობს იმით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოს თავის პარტნიორად მიიჩნევს.


“ჩემი ვიზიტის დროს მე ვეწვევი თავისუფლების მოედანს თბილისში [10 მაისს], რათა ტაში დავუკრა ხალხს “ვარდების რევოლუციის” გამო, რამაც დემოკრატიის განვითარება გამოიწვია მათ ქვეყანაში. საქართველო გადაურჩა შევიწროებას, იბრძოლა თავისუფლებისთვის და თავისი ადგილი დაიკავა თავისუფალ ერებს შორის. ამერიკა ამაყობს იმით, რომ საქართველოს თავის პარტნიორს უწოდებს თავისუფლებაში. ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნის მოსახლეობას კეთილდღეობის ამაღლებაში, უსაფრთხოების დაცვასა და თავისუფლების გავცელებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ”, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც თბილისს 9-10 მაისს ეწვევა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ახალ დემოკრატიულ ქვეყნებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი.


“თავისუფალი არჩევნები მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა ის სრულყოფილი დემოკრატიის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. დემოკრატიულმა მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ უმცირესობებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა”, განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button