ახალი ამბები

სააკაშვილმა პუტინს პირადად განუცხადა, რომ მოსკოვში ჩასვლას არ აპირებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას თავის რუს კოლეგას ვლადიმიერ პუტინს განუცხადა, რომ იგი არ ეწვევა რუსეთს, რადგან სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით 6 მაისს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.


“იგი [პუტინი] ჩვენს ამ პოზიციას გაგებით შეხვდა”, განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას ურჩევნია 9 მაისი ქართველ ვეტერანებთან ერთად აღნიშნოს.


მისი თქმით საქართველოში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზები “საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული ბატონობის უკანასკნელ გადმონაშთს“ წარმოადგენს.


“ამ ბაზების ყოფნა არა თუ საქართველოს, თავად რუსეთის ინტერესებშიც კი არ შედის. ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხი ცივილიზირებულად, დიალოგის გზით გადაწყდეს”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა თავი შეიკავა ეპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას აამოქმედებს თუ არა თბილისი რუსული ბაზების წინააღმდეგ გარკვეულ შეზღუდვებს იმ შემთხვევაში თუ მოსკოვთან შეთანხმება 15 მაისამდე არ შედგა, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის მიერ მარტში მიღებული დადგენილება ითვალისწინებს.


პრეზიდენტმა მხოლოდ უპასუხა, “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button