skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება სააკაშვილის მოსკოვურ ვიზიტზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე იაკოვენკო 6 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში აცხადებს, რომ “რთულია კომენტარი გააკეთო“ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე 8-9 მაისს მოსკოვში ვიზიტზე უარის თქმასთან დაკავშირებით. 


თბილისსა და მოსკოვს შორის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადებზე შეთანხმების ჩაშლამ აიძულა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი განეცხადებინა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მოსკოვს აღარ ეწვევა. თბილისს სამხედრო ბაზებზე შეთანხმების დასრულება 8 მაისამდე სურდა, რათა რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შესაბამის დოკუმენტზე ხელი მოეწერათ მოსკოვში.


“მოსკოვს არასოდეს დაუკავშირებია პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევა ბაზების გაყვანის ვადებზე მოლაპარაკებების პროცესთან, ისევე როგორც არ დაუკავშირებია უცხოური ქვეყნების წარმომადგენლების ჩამოსვლა სხვა ორმხრივი საკითხების მოგვარებასთან. ვფიქრობთ, ეს აბსოლუტურად განსხვავებული საკითხებია. პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების ყველა ლიდერი მოწვეულია საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად [II მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავის აღსანიშნავად]“, განაცხადა ალექსანდრე იაკოვენკომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button