ახალი ამბები

ბუში საქართველოში განლაგებული რუსული ბაზების საკითხს პუტინთან განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ევროპელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა მას რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილოს, იტყობინება Reuters და Associated Press 6 მაისს.


“რაც შეეხება ბაზებს, როგორც მე ვიცი, რუსეთის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ გაიყვანენ თავის ბაზებს. ეს, რა თქმა უნდა ის საკითხია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა მოგვარდეს,“ იტყობინება Associated Press-ი ბუშის სიტყვებზე დაყრდნობით.
   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button