ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი უკრაინას ეწვევა

6 მაისს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, იუწყება თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური.


თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე და კომიტეტის წევრები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button