ახალი ამბები

თარგამაძე: რუსეთის თავდაცვის მინისტრს ბაზებზე შეთანხმების ჩაშლა სურს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი ივანოვს სურს ჩაშალოს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის აპრილში მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესი“.


გივი თარგამაძის ბრალდებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მიერ გაკეთებული განცხადება რუსულ გაზეთ “როსიისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.  მისი თქმით, რუსეთი სულ ცოტა ოთხი წლის ვადაში შეძლებს თავისი ბაზების გაყვანას ბათუმიდან და ახალქალაქიდან.


25 აპრილს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი ბაზების გაყვანას საქართველოდან 2005 წელს დაიწყებს და 2008 წლის 1 იანვრისთვის დაასრულებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button