ახალი ამბები

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონპროექტი დაპირისპირებას იწვევს

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების პროექტმა პარლამენტართა ჯგუფს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და მთავრობას შორის დაპირისპირება გამოიწვია, იტყობინება გაზეთი “რეზონანსი“ 4 მაისს.


კანონპროექტმა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროებს გრიფით საიდუმლო ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებას ანიჭებს, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, “დეპუტატების აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი დამატებითი საიდუმლო დოკუმენტების, ან დამატებითი ბარიერების შექმნა, რომელიც უფრო დახურავს ამა თუ იმ სამინისტროს ან სისტემას“. 


“რეზონანსი“ იტყობინება ნინო ბურჯანაძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მთავრობის მიერ ცვლილებების სასარგებლოდ წარგენილი არგუმენტები დამაჯერებელი არ არის.


მთავრობის არგუმენტების თანახმად, რადგან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შედის, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ფინანსური პოლიციაა და ეს უწყებები ნახევრად პოლიციური სტრუქტურებია, მინისტრებს საიდუმლო ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება უნდა ჰქონდეთ.


“რეზონანსის“ თანახმად, ნინო ბურჯანაძე ამაოდ შეეცადა დაერწმუნებინა  აღმასრულებელი ხელისუფლება გაეტანა ცვლილებათა პროექტი პარლამენტიდან.


პროექტთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვა უკვე გააკეთა ორმა კომიტეტმა – იურიდიული საკითხების და ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button